გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა, რომლის ფარგლებში, გურჯაანმა „ისუზუს“ ფირმის 10 ერთეული, 8 მეტრიანი ავტობუსი მიიღო.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი ავტობუსები მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობას მოემსახურება. უახლოეს დღეებში დაზუსტდება და დამტკიცდება მარშუტი და ტარიფი, რომელზე მუშაოაბაც აქტიურად მიმდინარეობს. ტარიფი მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეებზე.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს ათწლეულებია არ ჰქონია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდებათ.