გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურციხეში, ე.წ “სამადაანთ უბნის” მოსახლეობას ესტუმრა და სანიაღვრეების გაკეთების სამუშაოებს დაესწრო.
გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 200 ათასამდე ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზამშენი 2005“ ასრულებს.