Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ცეკვის ანსამბლ „გურჯაანს“ ესტუმრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ცეკვის ანსამბლ „გურჯაანს“ ესტუმრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და პირველი მოადგილე ლერი გელენავა ა(ა)იპ ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლ „გურჯაანს“ ესტუმრნენ.

ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა პაატა გურგენიძემ მათ ანსამბლ „გურჯაანის“ და ავთანდილ გურგენიძის სახელობის გურჯაანის ქორეოგრაფიული სასწავლებელის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და წლიური ანგარიში გააცნო. პაატა გურგენიძემ ასევე, ისაუბრა ანსამბლის წარმატებულ გასტროლებზე.

შეხვედრას ანსამბლის დამფუძნებელი ავთანდილ გურგენიძე და სტუდიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ავთანდილ გურგენიძემ ანსამბლის ისტორიაზე ისაუბრა, რომელიც 1961 წლიდან იწყება.