გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველმა მოადგილემ ლერი გელენავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
წლიური ანგარიში აუდიტორიას ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ბეროშვილმა წარუდგინა. მან, წლის განმავლობაში, ა(ა)იპ – ის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტატისტიკა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების ვიზიტორთა შესახებ.
2023 წელს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით პირველად გაიმართა გურჯაანის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? “, ასევე, ხორციელდება პროექტი „მომავლის პროფესიები“ და ,,ახალგაზრდებისთვის თანამედროვე უნარებისა და კომპეტენციების განვითარება“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ა(ა)იპ – ის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს.