გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და პირველი მოადგილე ლერი გელენავა, ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.
წლიური ანგარიში ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორმა ზურაბ ხუროშვილმა წარადგინა.
2023 წლის ამ დრომდე მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით უკვე გაიმართა 78 ღონისძიება.