გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ვეჯინში ე. წ. „ ჰესის“ უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაობს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1060 მეტრის სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი,რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება.
„ ვეჯინელებისთვის ამ გზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული გზით უბანში მაცხოვრებლების გარდა ვეჯინელების დიდი ნაწილი სარგებლობს, რომლითაც ისინი სავარგულებს უკავშირდებიან. 20 წლის განმავლობაში ეს გზა იმდენად დაზიანებული იყო, რომ მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. “ – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ ნიუ ბილდ გრუპი“ ასრულებს.