გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ქალაქ გურჯაანში, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებული ზურაბაშვილისა და ვარაზაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. მთავრობის განკარგულებით, ორივე გზის რეაბილიტაციაზე ჯამში 360 000 ლარი იხარჯება. ამ დროისთვის ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.
მერმა ასევე მოინახულა სოფელ ჭანდარში, სავარგულებისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სადაც ბეტონის საფარი 110 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.