გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ნახეს.
შემთხვევა სოფელ კალაურში დღეს მოხდა. რამაზ ბეჟანიშვილი გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს და პოლიციას ამის შემდეგ შეატყობინეს.
დღეს დილით შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. იმუშავეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.