გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კადეტ ძიუდოისტთა ევროპის თასის გამარჯვებულ გიგი კეკვიაშვილს, ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორ ბადრი ბასოშვილს და მათ პირად მწვრთნელ გელა დალაქიშვილს შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, წარმატებულ სპორტსმენებს და მათ დამრიგებელს, კიდევ ერთხელ მიულოცა ესოდენ დიდი გამარჯვება და გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა.