დღეს, ვეტარანის დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თამაზ კალატოზიშვილმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული ვეტერანების ხსოვნას.
გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ გურჯაანელი ვეტარანებიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ვეტერანის დღე მიულოცეს, მხნეობა უსურვეს და მადლობა გადაუხადის სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.