Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ანგარიში

გურჯაანის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ანგარიში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 566 ბენეფიციარმა ისარგებლა.

” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 248 130 ლარი გაიცა.

სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების ქვეპროგრამა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ პირთა, სამედიცინო მომსახურების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს”,- აღნიშნავენ მერიაში.