Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის 6 თვის ანგარიში

გურჯაანის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის 6 თვის ანგარიში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 166 -მა ოჯახმა ისარგებლა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 93 500 ლარი გაიცა.

ცნობისთვის- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახი და/ან საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, თუ ოჯახის წევრთა 50% და მეტი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.