ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გურჯაანში უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დიდების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს – 104 წლის მარიამ ბეჟაშვილს ესტუმრნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს. მარიამ ბეჟაშვილს მერიისგან საჩუქრად 500 ლარი, საქართველოს მთავრობისგან კი 2000 ლარი გადაეცა.