Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

20 სექტემბერს, 19:00 საათზე, .გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

სპექტაკლი “ოქროს ბუცი” მეოცნებე ფეხბურთელზეა, რომელიც ბევრ ბარიერსა და უსამართლობას ხვდება ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში.

სპექტაკლი ევგენი შვარცის პიესის “კონკია” მოტივებზეა აგებული და როგორც ყველა ზღაპარი, გამარჯვებითა და ტრიუმფით მთავრდება.

საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე, სპექტაკლის ინსპირაციად იქცა და იმედია, “ოქროს ბუცი” გახდება გამარჯვებისა და მიზნის მიღწევის მოტივაცია ახალგაზრდებში.