გურჯაანელი წარმატებული ახალგაზრდა, გიორგი მამულაშვილი, გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო სტიპენდიის ფარგლებში, გერმანიის საპარლამენტო სისტემას გაეცნობა.
საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ასზე მეტ სტიპენდიატს 50 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო სისტემას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა.
გიორგი მამულაშვილის თქმით, სტიპენდიატები იმუშავებენ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად დაესწრებიან ლექცია-სემინარებს ბერლინის უნივერსიტეტებში.პროგრამა ხორციელდება გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ბერბელ ბასის პატრონაჟით და ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამოგზაურო,დაბინავებისა და დაზღვევის ხარჯებს ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად იხდის გერმანიის პარლამენტი.
,,Ჩემთვის პატივია, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის IPS ფარგლებში, გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა ბუნდესთაგში, რომელიც მსოფლიო დემოკრატიული პოლიტიკის მნიშვნელოვანი არქიტექტორია. Ბერლინის აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობა და პარლამენტში მუშაობა დამეხმარება ახლოს გავეცნო გერმანიის პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც კრიტიკულ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების, საქართველოს ინტეგრაციისა და ევროპის პოლიტიკის განახლების პროცესში. Როგორც კენედი ამბობს, ყველა თავისუფალი ადამიანი ბერლინელია. Მიხარია, გავხდე ბერლინის ნაწილი, რომელიც არის თავისუფლების, იმედის და გამარჯვების სიმბოლო. აღნიშნულ წარმატებას ვუძღვნი ჩემს მშობლიურ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს”,-აცხადებს პროგრამის სტიპენდიანტი გიორგი მამულაშვილი.
წყარო/კახეთის ხმა