ყველაფერი დაიწყო „კონსულის“ საფოსტო ყუთით. გულგულის ახალგაზრდებმა იმსჯელეს და პირველი ინიციატივით წერილი მიწერეს კონსულს.
დარეგისტრირდი კონსულზე : https://telavi.decide.tools/
„გვინდა სოფელში გვქონდეს სპორტული დარბაზი, რომელიც არც ძალიან ძვირი დაუჯდება ბიუჯეტს და არც უხარისხო იქნება. ბევრი ვიფიქრეთ და მივხვიდთ, წყლის, გზის და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის გარდა არსებობს კიდევ ისეთი პატარა პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ახალგაზრდებს ძალიან გაგვხარებს. ამიტომ რამდენიმე იდეა ჩამოვაყალიბეთ პირველს ახლა რასაც ვითხოვთ არის სპორტული დარბაზის მოწყობა, გვექნება ტრენაჟორები ადგილზე ვივარჯიშებთ და აღარ დაგვჭირდება თელავში წასვლა და გზის ფულის დახარჯვა იმისთვის რომ იქ საათით ვივარჯიშოთ. ამიტომ იმედი გვაქვს რომ ამ ინიციტივას მხარს სხვებიც დაუჭერენ და სოფელს სპორტული სავარჯიშო დარბაზი ექნება! თქვენ კი დაგვეხმარებით ამ ინიციატივის ასრულებაში . პატივისცემით გულგულელი ბავშვები “
კონსულზე განთავსებული ინიციატივა, საინტერესო აღმოჩნდა სოფლის დეპუტატისთვისაც. ახალგაზრდების შემდეგ ყველაზე მეტად აქტიური თავად საკრებულოს წევრი ტიტე დარეჯანიშვილი აღმოჩნდა.
საფოსტო ყუთში მოხვედრილი წერილი, მალევე კონსულზე დარეგისტრირდა როგორც ინიციტივა. ადგილობრივები მას გაეცნენ, იფიქრეს და სოფლისთვის ახალგაზრდების იდეა მისაღები აღმოჩნდა.
ყველაზე სასიამოვნო კი ახალგაზრდებისთვის სოფლის კრებაზე განხილვაში მონაწილეობის აღმოჩნდა.
დათო მოსიაშვილი პირველად დაესწრო სოფლის კრებას :
-დღეს პირველად აღმოვჩნდით სოფელ გულგულის საერთო კრებაზე, წარვადგინეთ ჩვენი წინადადება, რომელიც ახლაგაზრდებმა შევიმუშავეთ. საკითხი ეხება სპორტული დარბაზისა და ტრენაჟორების განთავსებას სოფლის ცენტრში არსებულ კულტურის სახლში.
-განვიხილეთ სავარჯიშო დაბრაზის გაკეთების პროცესი, ყველამ თავისი აზრი დააფიქსირა, თუმცა ბოლოში ახალგაზრდების მიერ დაყენებულ ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს. რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ამბობს ალექსი თაზიევი
ანა ბასილაშვილი თვლის რომ სოფლის კრებაზე მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
-პირველად ვიყავი სოფლის კრებაზე, ახალგაზრდების ინიციატივამ გაიმარჯვა, ამით მივხვდით რომ ახალგაზრდების ჩართულობა ასეთ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მერე ხშირად დავესწრებით სოფლის კრებას და აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას , ჩვენ ვმუშაობთ ასევე სხვა ინიციატივაზეც, სოფელში რომ გვქონდეს საზაფხულო ან ჩვეულებრივი კინო დარბაზი . – ამბობს ანი ბასილაშვილი
თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის დავით ბეგიაშვილი განმარტებით :
-სოფელ გულგულისთვის ამ ეტაპზე გამოყოფილია 30 000 ლარი, რომლის 20 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის, ხოლო 10 000 ადგილობირვი ბიუჯეტის თანადაფინანსების ფარგლებშია. დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი საკითხი წამოიჭრა, მათ შორის ახალგაზრდების ინიციატივა იყო სპორტული დრაბაზის მოწყობა. ამ იდეას უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, შესაბამისად მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერილ იდეას განახორციელებს და დაასრულებს სამუშაობეს მიმდინარე წელს
შეგახსენეთ რომ გულგულაში, სოფლის ცენტრში საფოსტო ყუთი პროექტ „დრაივის“ ფარგლებში განთავსდა. ის სოფელში არსებული პრობლემების ერთგვარი შემკრები იქნება. წერილობით შემოსული სოფლის პრობლემები კი, პარალელურად, სამოქალაქო ინიციატივების ელექტრონულ პლატფორმაზე – კონსული გამოქვეყნდება. საფოსტო ყუთი განთავსებულია ადგილზე, სადაც სოფლის მოსახლეობა ხშირად იკრიბება. იქვეა საინფორმაციო დაფა, სადაც მოსახლეობას შეუძლია გაეცნოს რას ნიშნავს – წერილი კონსულს.
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ : „ერთი სოფლის ყველა პრობლემა, რომელიც თავს საფოსტო ყუთში მოიყრის“
მასალა მომზადებულია: პროექტი “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა დაგაძლიერებას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.
პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება.
“დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორთა ჯგუფი და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს ოფიციალური პოზიცია ან თვალსაზრისი.”