შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე – სოფელ სასადილოდან სოფელ შუამთამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, მოძრაობა დღეიდან 4 აგვისტოს ჩათვლით შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით- აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა შეზღუდული.
” დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველი პარასკევის 15:00 სთ-დან ორშაბათის 10:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.