კლიმატის გლობალური დათბობა მოახდენს მთელ მსოფლიოში გადაუღებელი წვიმების პროვოცირებას.
ამ მოსაზრებამდე მივიდნენ დანიელი მეცნიერები. მათ ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Geophysical Research Letters.
სპეციალისტებმა კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით მოახდინეს 2011 წლის 2 ივლისის ამინდის პირობების სიმულაცია, როდესაც კოპენჰაგენის ჩრდილოეთით ძლიერი კოკისპირული წვიმები იყო, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. მოდელირება რამდენჯერმე გაუშვეს. თითოეული დონისთვის, ცალცალკე, გლობალური ტემპერატურა იყო: −1, 0, +1, +2 და +3.
კვლევამ აჩვენა, რომ რაც მაღალი იყო ტემპერატურა მით მეტი წვიმა მოდიოდა, რომელიც შემდგომში წყალდიდობას იწვევდა. ექსპერტები დარწმუნებულიები არიან, რომ XX საუკუნის განმავლობაში კლიმატის ტემპერატურა 1 გრადუსით რომ არ მომატებულიყო, 2011 წელს კოკისპირული წვიმების შანსი ორჯერ დაბალი იქნებოდა.
ამას გარდა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ შემდგომი გლობალური დათბობა ასევე გამოიწვევს სუიციდების რიცხვის ზრდასაც.