გიორგი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, ასევე „ლევანტეს“ ფეხბურთელია. მისი დებიუტი ლა ლიგაში- 2020 წლის 12 ივლისს შედგა, როცა ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე – რუბენ როჩინას ნაცვლად შეიყვანეს.
“დინამო – არენაზე” საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა, მატჩს, რომელსაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ქონდა, დაძაბული და ხისტი აღმოჩნდა, საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა და ისტორიაში პირველად – ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
,,როდესაც თამაში მორჩა, უემოციოდ დავრჩი, რადგან დავიხარჯე თამაშის დროს ემოციურად. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ რა გავაკეთეთ და რამხელა ისტორია დაიწერა”,- განაცხადა ჟურნალისტებთან მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა.
მატჩის ბოლოს, კლუბის მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდგომ, პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა.
„ პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა”,- განაცხადა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. ეროვნული ნაკრებიდან გოლები გაიტანეს გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა.