გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად ქალაქ გურჯაანში, სტიქიით დაზიანებული სანაპიროს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
სანაპიროს ქუჩა ქალაქ გურჯაანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შიდა გზაა, რომელიც გასულ წელს სტიქიამ დააზიანა.
ამ დროისთვის დასრულებულია ბორდიურების და ასფალტის პირველი ფენის მოწყობა.
ცნობისთვის, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის, მთავრობის განკარგულებით, 211 000 ლარი დაიხარჯება.