გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად სოფელ კაჭრეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- ამ დროისთვის, სოფელ კაჭრეთში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ორი პროექტი მიმდინარეობს: საბავშვო ბაღისკენ მიმავალი 305 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა და 4 საერთო საცხოვრებელი კორპუსის ეზოების რეაბილიტაცია.
ცნობისთვის, ორივე პროექტეზე ჯამში 471 000 ლარი იხარჯება.