გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით-სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საჭიროებები და უახლოესი გეგმები განიხილეს.