გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, გურჯაანელ მოჭადრაკეს სარა სალთხუციშვილს შეხვდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონია 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.
მერმა ახალგაზრდა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ ასპარეზობებში.
შეგახსენებთ, სარამ, ფანტასტიკური შედეგით, 9-იდან 9 გამარჯვებით, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა .
ცნობისთვის, ნორჩი ჩემპიონი გურჯაანის სახელით ასპარეზობს, მისი მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუაა.