“რთული თამაში გამოვიდა, სასიამოვნო ერთი 1 ქულა ავიღეთ ბრძოლაში და თავგანწირვაში” – ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.
„ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.
შემდეგი თამაში პორტუგალიასთან გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება – ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ.
ჩემი აზრით, ამ ორ თამაშში ის ქართული სულისკვეთება გამოჩნდა, რაც თითოეულ ჩვენგანს, ქართველს გვაქვს,“ – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.