ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ გულიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან ერთად, პატარძეულში გმირთა სავანე ყვავილებით შეამკო და მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, დღეს ოფიციალურად გაიხსნა გმირთა სავანე, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 884 000 ლარით დაფინანსდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სკვერი და გადმოსახედი.
დღეს, პატივს მივაგებთ მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და პატარძეულიდან ფაშიზმზე გამარჯვებას ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით ვულოცავ, მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს გამარჯვება”,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.