კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები;
“ალოობა – 2024” და ატმის მოსავლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობა;
მოახლოებული “რთველი – 2024” და მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები;
სოციალური საკითხები;
მიმდინარე თვეში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები;
დასუფთავების საკითხები.
ცნობისთვის, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.