კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მერებთან გამართულ თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოების გეგმა – გრაფიკის შესაბამისად შესრულების ვადები;
სოციალური საკითხები;
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მიზნით, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ.