Home დღის ამბები გიორგი ალადაშვილმა თელავში მდებარე ორი სამშობიარო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს დედის...

გიორგი ალადაშვილმა თელავში მდებარე ორი სამშობიარო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა თელავში მდებარე ორი სამშობიარო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

“სამშობიარო დაწესებულება ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ასეთი მნიშვნელოვანი სიცოცხლის ზეიმის მონაწილე ხართ.

გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ წარმატებებს, როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში!”- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.