Home დღის ამბები გიორგი ალადაშვილი- “9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია და შთამომავლობა”

გიორგი ალადაშვილი- “9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია და შთამომავლობა”

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე-თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა- თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილობრივი ბავშვთა სტუდია “სოლეი”-ს მიერ მსვლელობა – პერფორმანსი გაიმართა.

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. შევიკრიბეთ 9 აპრილის მემორიალთან და პატივს მივაგებთ გმირების ნათელ ხსოვნას. ეს ადამიანები ერთი, დიადი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რასაც სამშობლოს თავისუფლება ჰქვია.

9 აპრილს სამწუხაროდ, უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, ამ დღეს ჰყავს თავისი გმირები, რომლებმაც საკუთარი თავგანწირვის ფასად სამშობლოს თავისუფლება მოუტანეს.

მათი სახელები და გმირული თავგანწირვა თაობებს სამუდამოდ ემახსოვრება.

მჯერა, რომ 9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია და შთამომავლობა”, – აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.