კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სოფელ ალავერდში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როფორც განცხადებაში აღნიშნავენ- ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრი, გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან ერთად, მონასტრის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
გიორგი ალადაშვილის კოორდინირებით მყისიერად მოხდა ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზება და დაიწყო ზარალის ოდენობის აღწერა, შემდგომი რეაგირების მიზნით.