ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ა.ა.ი.პ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან მაია ზარდიაშვილთან ერთად სოფელ ჭიკაანში ბიბლიოთეკა მოინახულა.
მერი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა, არსებული სივრცეები და წიგნადი ფონდი დაათვალიერა, რომელიც 10 ათას წიგნს მოიცავს.
შეგახსენებთ, ბიბლიოთეკამ ერთი თვეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო.