ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ყვარელში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში გამართული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა.
ცნობისთვის, დედის დღე ა.ა.იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების დასასრულს მერმა მრავალშვილიან დედებს ყვავილები გადასცა.