ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორ ნონა დავითაშვილთან ერთად საბავშვო ბაგა-ბაღები მოინახულა.
მერი საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს შეხვდა, სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მერმა ასევე, განიხილა აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.