ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმების განსაზღვრაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მერმა, წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.