Home რეგიონი გივი ზაუტაშვილი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესს ადგილზე გაეცნო

გივი ზაუტაშვილი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესს ადგილზე გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან მალხაზ ხაბარაშვილთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ქალაქ ყვარელსა და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტს ჯამურად, 4 მილიონ 170 ათასი ლარი გამოეყო. მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ დათვლილი და შესწავლილი იქნა დაზარალებული ოჯახების რაოდენობა და მდგომარეობა.

დღეის მდგომარეობით, სულ დასრულებულია 242 სახლის (ქ. ყვარელი – 165, სოფ. ჭიკაანი – 77 ) სახურავის მოწყობის სამუშაოები. სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 31 სახლზე (ქ. ყვარელი – 30; სოფ. ჭიკაანი 1).
სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული დახმარება ჯამში გაეწევა სტიქიისაგან დაზარალებულ 300-ზე მეტ კერძო საცხოვრებელ სახლსა და 2 საერთო საცხოვრებელ კორპუსს.