ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, სოფელ ბალღოჯიანში გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
არსებული ინფორმაციით, პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებეულება 1 951 930 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, სოფელ ბალღოჯიანში მეორე უბნისა და ორი გადამკვეთი გზის ასფალტის საფარის დაგება 2776 გრძივ მეტრზეა დაგეგმილი.