ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრები გამართა.
სამუშაო შეხვედრებზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მერმა, წარმომადგენლებისაგან მოისმინა სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.