ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ა.ა.იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
მერმა, ა.ა.ი.პ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ მაია ზარდიაშვილისგან, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
გივი ზაუტაშვილი ასევე, გაეცნო სამსახურის მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების განრიგს და განიხილა აღნიშნული დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.