დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ორკოდაშვილმა გახარიას გუნდის წევრებზე კახეთში განხორციელებულ წეზოლებზე საგანგებო ბრიფინგი გამართა
„მას შემდეგ, რაც შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს – ხელისუფლებამ ძალოვანი უწყებების საშუალებით დაიწყო ზეწოლა ჩემზე და ჩემს გარემოცვაზე, ახლობლებზე თუ პარტიის მხარდამჭერებზე. ზეწოლას ახორციელებენ სხვადასხვა მეთოდებით, ზოგ შემთხვევაში აჩერებენ ადამიანებს და უჩხრეკენ ავტომობილებს, ზოგ შემთხვევაში ფეისბუქ ლაიქის გამო უშვებენ სამსახურიდან“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თელავის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგა ორკოდაშვილმა განაცხადა.
„ახლა დაიწყო ახალი ტენდენცია ჩვენს მხარდამჭერებზე და ახლობლებზე, იმ ადამიანებზე, ვისაც კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაფორმებული აქვთ სპორადული რეგისტრაციის გზით, იბარებენ საკანონმდებლო ორგანოებში და ახორციელებენ ზეწოლას – მათი და ჩემს მიმართ არარსებული საქმეების შეკერვის მიზნით, როგორც ჩვენთვის ცნობილია მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა სხვადასხვა რეგიონებშიც.
მაშინ, როდესაც მე შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს და დავიწყე პოლიტიკური აქტიურობა, ჩემს გარემოცვაში, როგორც აღინიშნა ახლობლებში, უბრალოდ მხარდამჭერებში დაიწყო ძალიან დიდი ზეწოლა, რაც მაძლევს საფუძველს, რომ ეს დაკავშირებულია ჩემს პოლიტიკურ აქტიურობასთან და მაგალითად დღეს, სრულიად უსაფუძვლოდ დაურეკეს ჩემს ძმას სუსიდან და სთხოვენ ჩასვლას მათთან გაურკვეველი მიზეზების გამო, რომ იკითხა რატომ – უთხრეს რომ ჩასულიყო და მერე გასცემდნენ პასუხს.
მინდა მივმართო მათ, რომ ამით ვერ შეგვაშინებენ, ეს ნანახი გვაქვს 2011-2012 წლებში და ყველამ კარგად ვიცით რითიც მთავრდება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის და აუცილებლად თითოეული ასეთი ფაქტი გამოტანილი იქნება სააშკარაოზე“ – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.
მოგვიანებით ორკოდაშვილმა სოციალური ქსელში აღნიშნა :
“ქართული ოცნების” სუსი გვეხება უბრალოდ მხარდამჭერებზე, ნაცნობებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე. ბრიფინგის შემდგომ 1 საათი ელოდებოდა სუსის თანამშრომელი ჩაბურული ავტომობილით მამიდაჩემს სახლთან და გინდა თუ არა უნდა ჩაეყვანა სუსის შენობაში ამ საქციელებით ვერც მე და ვერც ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს ვერ შეაშინებთ!“