თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გია ამისულაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში კახეთის რეგიონის მასშტაბით 8 გუნდი მონაწილეობდა (2011 წელს დაბადებული მოზარდები).
გამარჯვება თელავის ახალგაზრდულმა გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი ლაგოდეხის გუნდმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი ახმეტის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულ გუნდებს მედლები, სიგელები და სპორტული ინვენტარი გადაეცათ.