საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით- გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია.
კენჭისყრამდე დეპუტატებმა გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება.
„პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
ცნობისთვის, გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.