სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით- გაყინულ ნახევარფაბრიკატში- ციმბირულ პელმენში – სავაჭრო სახელწოდებით “ხინდა” პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა გამოვლინდა.
კვლევის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შპს „რითეილ ჯგუფს“ და დაევალა პელმენის აღნიშნული პარტიის რეალიზაციიდან ამოღება; გარდა ამისა, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შპს “G&A GROUP-ის” ნახევარფაბრიკატების საწარმოში – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე; ასევე, დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატი პელმენის ბაზრიდან/რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ცნობისთვის, სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა.