საგარეჯოში მომხდარი ავარიის დროს ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან მცირეწლოვანი 3 წლის ბავშვი, მამა (30 წლამდე ასაკის) და ბებია.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ თოხლიაურში მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. ახალგაზრდა მამაკაცი და 54 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მცირწლოვანი – კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.
შეჯახების დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ტრაილერის მძღოლი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. რა გახდა ავარიის მიზეზი ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება.