Home რეგიონი გურჯაანი განსახლების სახელმწიფო პროგრამით გურჯაანში, 6 ოჯახი დაკმაყოფილდა

განსახლების სახელმწიფო პროგრამით გურჯაანში, 6 ოჯახი დაკმაყოფილდა

უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების სახელმწიფო პროგრამით გურჯაანში, პირველ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლით 6 ოჯახი დაკმაყოფილდა.

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი მაჩხაშვილმა, აღნიშნულ ოჯახებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება პირადად გადასცეს.

ბრძანების მიხედვით, ოჯახებს განესაზღვრა 6 თვიანი ვადა, რომ სააგენტოში წარადგინონ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი, რომელიც მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს აკმაყოფილებს. საცხოვრებელი სახლის შესაძენად თითოეულ ოჯახზე გამოიყოფა 50 000 ლარი. აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.