პანკისის ქალთა საბჭოს წევრი, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF)-ის პროექტების კოორინდატორი
„ქისტი ქალებისთვის მნიშვნელოვანია მითი კუთვნილება რელიგიისა და ტრადიციისადმი. სწორედ ამ თვითიდენტობის მიმართ პატივისცემის კვალდაკვალ არის საჭირო მივცეთ მათ განათლების, განვითრებისა და დასაქმების, შესაძლებლობა“
სვეტლანა ბორჩაშვილი სოფელ ბირკიანისა და ჯოყოლოს საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად შვიდი წლის მუშაობის (1998-2005) პერიოდში ყოველდღიურ რეჟიმში და სრულიად უანგაროდ ცდილობდა მოზარდ გოგოებთან არსებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკვლავებას. მათი ინდივიდუალური კარიერული რეალიზაციით და წარმატებით პანკისში ქალის როლის გაძლიერება და საერთო ფონის გაუმჯობესება სვეტლანას მთავარი მიზანი, მოტივაცია იყო.
2005 წელს, პანკისში ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ოფისის გახსნის შემდეგ, უკვე ოფიციალურად შეუდგა ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯოებესებაზე ზრუნვას. როგორც თავად აღნიშნავს, ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ეტაპი მის ცხოვრებაში, რომელსაც თან ახლდა უდიდესი პასუხისმგებლობა ხეობის წინაშე და მის წიაღში დაგროვილი სოციალური, ეკონომიკური, განათლების მიმართულებით არსებული პრობლემების წინააღმდეგ კომპლექსური შრომის რუტინა
სწორედ ამ ღირებულებების გამო, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილებაც და პროფესიონალიზმი უმაგრებდა ზურგს, სვეტლანა 2011 წელს კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF)-ის გუნდს შემოუერთდა და აქტიური მუშობა დაიწყო პანკისის ქალთა საბჭოში. აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე პროექტი თავისთავად გაფართოვდა გაიხსნა ბიბლიოთეკა, ტარდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონიძიებები, შეჯიბრებები, ტრენინგები.