Home ბლოგი გაიცანით თამილა

გაიცანით თამილა

თამილა…

თამილა სულ რაღაც 18 წლის არის…

შავი ლამაზი გრძელი თმა აქვს, მრგვალი გიშრისფერი თვალები… როცა საუბრობს მისი სახიდან ათინათები მოდის…

სიცილი უხდება მაგრამ როგორც აჩიკო მჭედლიშვილი იძახის თამილას ყველაზე მეტად გაბრაზება უხდება…

თამილა ბრაზობს როცა პირველივე შეხვდრის დროს  ეკითხებიან „ყარაჯალაში რამდენი წლისები თხოვდებიან გოგონები ?! “ პასუხთან ერთად თავდაცვას თავდასხმით იწყებს და იქით გეკითხება მარტო ეგ გაინტერესებს ყარაჯალაში?!…

თამილა ერთადერთი მოსწავლეა, ვინც წელს ყარაჯლის საჯარო სკოლა დაასრულა… სამწუხაროდ სხვები ჩაიჭრნენ.. მაგრამ თამილას სჯერა რომ მომავალ წელს ყველა ჩააბარებს …

მოკლედ თამილა ერთადერთია ვინც 6000 კაცით დასახალებული სოფლიდან უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადება…

გაიცანით თამილა ის იქნება დღეიდან ამ საიტზე ყარაჯალის ხმა.

გაიცანით იგი და იკითხეთ მისი ბლოგები.