Home ბლოგი ერთი დღე მოგონებები მედიკო მეზვრიშვილზე

მოგონებები მედიკო მეზვრიშვილზე

ავტორი – ნუგზარ კაკიაშვილი

1993 წლის ნოემბერში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოულოდნელად რაიონს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.
იმ დროს ბუნებრივ გაზს მხოლოდ ქალაქი და ჩემს თავმჯდომარეობის დროს გაკეთებული ქსელით ცოდნისკარი იღებდა მხოლოდ.

რაიონიდან უცხოეთში მიგრაცია არ იყო ჯერ დაწყებული და ქალაქში 3 საბავშვო ბაღი, 3 სკოლა, წარმოება-დაწესებულებები და მოსახლეობა ბუნებრივი აირით თბებოდა და დარჩა გათბობის გარეშე!
გადის წლები.
მხოლოდ თბილისი იღებს რუსეთიდან გაზს.
1995 წლის ივნისში ქნ. მედიკო მეზვრიშვილი დაინიშნა თელავის რაიონის გამგებლად.
1996 წელია.
მედიკო მეზვრიშვილი მეუბნება — ნუგზარ ბუნებრივი აირი რომ შემოვიყვანოთ ლაგოდეხი გადაიხდის თანხასო?
კი არჩილოვნა, ამოვიღებთ გადასახადს, მაგრამ მე 3 წელია თბილისში ვკითხულობ და არაფერი გამოდის, საგარეჯოში მილებია გაზის დაზინებული და შეუძლებელია მისი აღდგენაო — მპასუხობენ გაზიფიკაციის სახელწიფო კომიტეტში მეთქი — ვუთხარი მეზვრიშვილს.

დამიგდე ყურიო — მეუბნება მედეა — მე მივაგენი გამოსავალს, ჟინვალს ზემომდან მთებში არის მილსადენი გაზის ჭინჭის გავლითო (სოფელი ყოფილა ასეთი მთებში), სარეზერვოო და თუ საფასურს გადავიხდით იმ შემოლითი ხაზით მივიღებთო.
მეო თელავში ამოვიღებო, შენ და ყვარელიც თუ ამოიღებთ — გამოვაშვებინებო.
გადავირიე კაცი — ჩათვალე ამოღებულად, ქვას გავხეთქავ და ფულს ჩავრიცხავთ მეთქი.
ძალიან კარგიო, მჯერა შენიო,
მომცა ტელეფონის ნომერი — ივანე ზაზაშვილიაო — რუსეთიდან შემომავალი გაზის დირექტორიაო.
კარგი კაცია და შენც დაურეკეო, ორთავემ ვიმოქმედეოთო, მარტო ვარ ამ საქმეშიო.
მაშინვე დავურეკე ბატონ ივანეს.
კიო მითხრა, გამოვუშვებო.
მაგ საკითზე უკვე ვმუშაობ მედიკოს დავალებითო (მედიკოს უდიდესი საქმეები ჰქონდა ნაკეთები კახეთში ჯერ კიდევ კომუნისტების დროს და მის თხოვნას უდიდესი წონა ჰქონდა) და ფული ამოიღეთ და გექნებათო.
თქვენ გაზსადენის მილები შეამოწმეთ, უმოქმედობით დაზიანებული არ იყო მიწის ქვეშო, თორემ გაჟონავს მიწაში და გაზის დიდი დანაკარგი გექნებათო — მითხრა ზაზაშვილმა — ჩვენო ჭინჭში ვარემონტებთ მილებს და ორ კვირაში გამოვუშვებთო.
შევთანხმდით — თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი მივიღებთ გაზს (ყვარელში ლაფაჩიშვილი იყო გამგებელი, დათო).
ყოველ დღე ვურეკავდი ზაზაშვილს გაზზე.
მერე ბოდიში მოვუხადე შეწუხებისთვის!
რა ბოდიშიო — მითხრა — პირიქით. მედიკოსა და შენნაირი გამგებელი კიდევ ხუთი რომ იყოს — საქართველოს გაზი ექნებოდაო!
მართლაც გამოუშვეს ორ კვრაში — საონტროლოდ გაზი.
გაზკანტორის დირექტორი თემური ქევანიშვლი ჩემს პირველ მოადგლედ მყავდა გადმოყვანილი — მის მოვალეობას ომარი კვერსაძე ასრულებდა (ახლაც გაზებში მუშაობს, იცნობთ ყველა).
ომარი წავიდა და წნორიდან ლაგოდეხის ხაზი გახსნა,
წნევა დაეცა.
გზაში იკარგებოდა სადღაც მიწაში.
უნდა იპოვოს ლაგოდეხსა და წნორს შორის სად ჟონავს.
წარმოგიდგენიათ?
თემურიმ და ომარიმ მოილაპარაკეს და ასეც გააკეთეს — წნორიდან ლაგოდეხში გაზი დაბალი წნევით გამოუშვეს, გაზკანტორის თანამშრომლები ანთებული ჩირაღდნებით მიწაში ჩაფლული მილების ზემოთ გაუშვეს — სადაც გაზი ჟონავდა ცეცხლი ენთებოდა. ნიშნებს ადებდნენ და წინ მიდიოდნენ.
ასე მონიშნეს 40 კილომეტრიანი ტრასა!
“საკი” — შესადუღებელი აპარატი ჰქონდათ.
ექსკავატორი!
შრომელ გოგი რაზმაძეს (ნუღლას) ჰყავდა დიდი ექსკავატორი.
გოგიმ როგორც ყოველთვის აქაც დიდი კაცობა გამოიჩინა და — გენაცვალოთ ჩემი თავიო — წაიყვანეთო!
საწვავიც ასე ვიშოვეთ — ნაჩუქარი!
ბიუჯეტი არაა, ფული არაა, ინგრევა და იშლება ყველაფერი!
მოკლედ ომარი კვერსაძემ წაიყვანა ექსკავატორი, საკი, ბრიგადა და დაიწყო თხრა — შედუღება – გადავსება!
3 კვირა არ უძინია ამ ხალხს — ღამეც კი იქ რჩებოდნენ შოროქანზე, ჭუყიანები, დაღლილები!
ქევანიშვილიც ყველა რესურსს იყენაბდა და მათთან იყო.
ბოლოს მოვიდა ომარი ჩემთან — გამხდარი, გასაცოდავებული, გადაღლილი და მითხრა — ვსიო, მოვრჩითო!
ორ დღეს რუპორებით აფრთხილებდნენ მოსახლეობას — ფრთხილად, გაზი მოდის და სისტემა შეამოწმეთო!
ხალხს ხუმრობა ეგონა — კომუნისტებიც ხო არ მოგყავთო,
მესამე დღეს — გაუშვეს გაზი!
ერთი თვე იხადა საფასური ყვარელმა — მერე ხალხი ვერ იხდისო გამგებელმა და გაუთიშეს.
თელავი და ლაგოდეხი — იხდიდა!
ერთი წლის შემდეგ წითელწყაროში მოვხდი და რომ ვთქვი გაზი გვაქვს მეთქი — იქაურებმა არ დაიჯერეს — ხუმრობო — რაღადროს გაზიაო!
ერის დიდი შვილის — მედეა მეზვრიშვილის უდიდესი ავტორიტეტით, კვერსაძის “ჩირაღდნებით”, ნუღლა გოგიას ექსკავატორით — ასე ავანთეთ “უხელფასო” ხალხმა იმ ქარცეცხლიან დღეებში — ც ი ს ფ ე რ ი ა ლ ი!


 

რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს