Home დღის ამბები გაეცანით 2020 წლის ლაგოდეხის ინფრასტრუქტურული პროექტების არასრულ ჩამონათვალს

გაეცანით 2020 წლის ლაგოდეხის ინფრასტრუქტურული პროექტების არასრულ ჩამონათვალს

#შრომისთემი2020
 მიმდინარე წელს შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6266135.35 ლარი დაიხარჯა.
 როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, შრომის თემში შესრულებული სამუშაოები ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის სურვილით დაიგეგმა.
 სოფელ კავშირში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. მოწესრიგდა საბავშო ბაღის ეზო და დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები.
 სოფ. შრომაში – სტალინის, ჰერეთისა და კავკასიონის ქუჩებზე, 6 500 გრძ. მონაკვეთი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. სოფელ კავშირში კი შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 219 362 ლარი გამოიყო. სავალ გზასთან ერთად სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები მოეწყობა.

 სოფ. კავშირში სანიაღვრე არხისა და ცხაურების მოწყობის სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 824 ლარი გამოიყო, ხოლო სოფ. შრომაში სარწყავი არხის მოწესრიგებისთვის 25 198,61 ლარი დაიხარჯა.
 სოფ. შრომისა და სოფ. კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტი გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 924 895 ლარი შეადგინა.
 მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ კავშირში ახალგაზრდებისთვის სპორტული მინი სტადიონი მოეწყო