Home დღის ამბები ეკონომიკა გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის გლობალური ბაზარი 2027 წლისთვის 63%-ით გაიზრდება

გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის გლობალური ბაზარი 2027 წლისთვის 63%-ით გაიზრდება

ამერიკული კომპანია Global Market Insights Inc.-ის ანგარიშის თანახმად, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ბაზარი 2027 წლისთვის, სავარაუდოდ, 467 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. ეს 63%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებთან შედარებით.

გადამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვები მსოფლიოს ყველა რეგიონში გაიზრდება. ჯანსაღი, მზა საკვები, როგორიცაა წინასწარ შეფუთული სალათები ან გაყინული ხილი და ბოსტნეული, კვლავაც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ჩრდილოეთ ამერიკელ მომხმარებლებში.

მოსალოდნელია, რომ ყველაზე ძლიერი ზრდა იქნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც მსყიდველობითუნარიანობა მკვეთრად იზრდება, ყალიბდება სწრაფი ურბანიზაცია და იცვლება კვების ჩვევები. ყველა ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს გადამუშავებულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნის ზრდას. შესაბამისად, მათი გაყიდვებიც გაიზრდება.