ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა- ალექსი ფიცხელაურმა და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში- ვესელინ ვალკანოვმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ქისტაურში მშენებარე, სპორტული დარბაზის სპორტული ტრენაჟორებით სრულად აღჭურვას.
არსებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დაფინანსება ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ალექსი ფიცხელაურმა და ვესელინ ვალკანოვმა ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.